|
2018-11-10 10:03:12, 1645 ნახვა
საზოგადოება
სოფელ ატოცში დღეს მცოცავ ოკუპაციას გააპროტესტებენ
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „გირჩი“ დღეს, 13:00 საათზე, სოფელ ატოცში, საოკუპაციო ხაზთან მცოცავ ოკუპაციას გააპროტესტებს. „აქციის მიზანია, ხელისუფლებას მოუწოდოს თავდაცვის ბიუჯეტის დაფინანსების გაორმაგება მომდევნო 5 წლის განმავლობაში. ამასთან, ხელისუფლებას მოვუწოდებთ, იმუშაოს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, განსაკუთრებით აშშ-სა და ნატოს წევრ სხვა ქვეყნებთან, რომ მათ რუსეთთან ოფიციალური თუ არაოფიციალური კომუნიკაციის დროს აქტიურად დააყენონ საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის საკითხი. გასაგებია, რომ მოწინააღმდეგე ჩვენზე ბევრად დიდი და ძლიერია, თუმცა ჩვენს მხარესაა სიმართლე და მორალი. მცირე და მართალი ერების მიერ წარმატებული თავდაცვის მაგალითებიც ბევრი გვაქვს თანამედროვე მსოფლიოს ისტორიაში“, - აცხადებენ „გირჩში“. მათივე ცნობით, აქციას უერთდება სამოქალაქო მოძრაობა რუსეთი ოკუპანტია • Russia Is An Occupier.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)