|
2018-11-09 17:42:04, 881 ნახვა
საზოგადოება
დედაქალაქის მასშტაბით, დაავადებული ფიჭვების საკითხს უცხოელი ექსპერტები შეისწავლიან
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ინიციატივით, დედაქალაქს უცხოელი ექპერტები ეწვივნენ, რომლებიც დაავადებული ფიჭვების საკითხს შეისწავლიან. მათი ვიზიტის მთავარი მიზანი დაავადების გავრცელების პრევენცია და ჯანსაღი კორომების გადარჩენაა. უცხოელ ექსპერტებს დღეს, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი გიგა გიგაშვილი შეხვდა და მათთან ერთად, რამდენიმე ლოკაციაზე იმყოფებოდა. ესპანელმა ბიოლოგმა, მარია ხოსე ბრიონგოსმა და ქართველმა ექპერტებმა დაავადებული მცენარეები ადგილზე შეისწავლეს. სპეციალისტებმა ასევე, აიღეს ნიმუშები, რომლებსაც ლაბორატორიული კვლევა ესპანეთში და ევროკავშირში აკრედიტებულ სხვა ლაბორატორიებში ჩაუტარდება. თბილისის შემოგარენში და საქართველოს რეგიონებში ფიჭვების ინტენსიური ხმობა დაახლოებით, 20 წლის წინ, 1997-1998 წლებიდან დაიწყო. დედაქალაქის მერია აღნიშნულ პრობლემას სისტემატურად ებრძვის და დაავადებული ხე-მცენარეების წამლობას, ასევე, ხმელი და ზეხმელი მერქნიანი მცენარეების სანიტარულ ჭრას ახორციელებს. გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა თბილისის ტერიტორიაზე არსებული ხეების სანიტარული ჭრა ოქტომბრის ბოლოდან დაიწყო, რის შედეგადაც, ჯამში, 20 000 ძირი ხმელი და ზეხმელი ხე მოიჭრება. მას შემდეგ, რაც სანიტარული ჭრები დასრულდება, 2019 წლიდან, აღნიშნული ტერიტორიების აღდგენა და ხელახალი განაშენიანება დაიწყება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)