11:33 - 18 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-07 15:42:05, 2335 ნახვა

სამართალი
გიორგი გახარია მზადაა, პარლამენტში მივიდეს

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია მზადაა, პარლამენტში მივიდეს, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.

მათი თქმით, „ევროპული საქართველო“ მინისტრს პარლამენტში 31 ოქტომბრამდე იბარებდა, თუმცა იმის გამო, რომ აღნიშნულ თარიღს საპრეზიდენტო არჩევნები დაემთხვა, გიორგი გახარიამ მისვლა ვერ შეძლო.

„ევროპული საქართველოს“ წერილს შს მინისტრის პარლამენტში მისვლის შესახებ, პასუხი უკვე გაეცა. ისინი ითხოვდნენ 31 ოქტომბრამდე მისულიყო პარლამენტში გიორგი გახარია, თუმცა არჩევნებს დაემთხვა ეს პერიოდი და ვეღარ შეძლო მისვლა. ახლა უკვე ნებისმიერ დროს მზადაა, რომ მივიდეს პარლამენტში“, - განუცხადეს „ექსპრესნიუსს“ შსს-ში.

ცნობისთვის, „ევროპული საქართველო" საკანონმდებლო ორგანოში დღეს რეზოლუციას შეიტანს, რომლის თანახმადაც, პარლამენტმა შსს-ს და მთავარ პროკურატურას უნდა მოსთხოვოს, გადადგას კონკრეტული ნაბიჯები იმ რეკომენდაციების შესასრულებლად, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საკითხის შემსწავლელმა საგამოძიებო კომისიამ ორი თვის წინ შეიმუშავა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საფრანგეთის ქალაქ ლიმოჟში, არეულობის დროს ხანძრის შედეგად, მე-19 საუკუნის მერიის კოშკი ჩამოინგრა
„ლინდსი შოკირებული იქნებოდა“ - რესპუბლიკელები ტრამპს რუსეთისთვის სანქციების შესახებ გადაწყვეტილების გამო აკრიტიკებენ
კობახიძე მედიას ცენზურას აქტიურად აგრძელებს და მედიასაშუალებებს სამართლებრივი დევნით ემუქრება
ქართული ოცნება – ივანიშვილმა შეაჯამა წარსულში გუნდში არსებული კორუფციული გამოწვევები და აღნიშნა, რომ პრემიერის, გუნდისა და ძალოვანი სისტემის ეფექტური მუშაობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics