18:57 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-06 13:14:19, 867 ნახვა

საზოგადოება
ნათია მეზვრიშვილი: ახალქალაქის ინციდენტი სამინისტრომ ობიექტურად და მოკლე ვადებში გამოიძია

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა  ახალქალაქში მომხდარი დაპირისპირების შესახებ ჟურნალისტების კითხვებს პარლამენტში უპასუხა.

როგორც მეზვრიშვილმა აღნიშნა, შსს-მ ინციდენტი ობიექტურად და მოკლე ვადებში გამოიძია.

„ცალსახად შემიძლია იმის თქმა, რომ ეს საქმე ისე, როგორც სხვა საქმეები, რომლებიც არჩევნებს უკავშირდება  შინაგან საქმეთა სამინისტრომ აბსოლუტურად ობიექტურად გამოიძია, საკამოდ მოკლე ვადაშიც გამოიძია - გამომდინარე იქიდან, რომ საკითხი საკმაოდ კომპლექსური იყო. აღკვეთი ღონისძიებასთან დაკავშრებით დილით მოვისმინე რამდენიმე განცხადება. აღკვეთი ღონისძიების საკითხის შეფარდება არ არის შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენცია, თუმცა როგორც იურისტი თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ზოგადად აღკვეთი ღონისძიების საკითხი დანაშაულის სიმძიმეს არ უკავშირდება. ეს არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დადგენილი სტანდარტი, მათ შორის ამ თემით სპეკულაციები და დანაშაულის სიმძიმეზე ამის მიბმა უბრალო სამართლებრივად და იურიდიულად არასწორია“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ცნობისთვის, ახალქალაქში, “გაერთიანებული ოპოზიციის” შტაბში მომხდარ თავდასხმაში ხუთივე ბრალდებული გუშინ 3 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics