|
2018-11-03 15:07:47, 1101 ნახვა
საზოგადოება
„საქნახშირის“ გენერალური დირექტორი - ტყიბულში აქცია დასრულდა, პრობლემები მოგვრებულია
კომპანია "საქნახშირის“ გენერალური დირექტორის ჯამბულ ჯაყელის განცხადებით, ტყიბულში მეშახტეების აქცია დასრულებულია. ჯაყელის განმარტებით, მეშახტეებთან შეთანხმება მიღწეულია. „გუშინ საღამოსვე შეწყდა საპროტესტო აქცია. დღეს თავად მეშახტეების მცირე ჯგუფი შეიკრიბა ადგილზე და განუმარტეს დანარჩენებს საკითხი. მეშახტეების მხრიდან ორი ძირითადი მოთხოვნა იყო – ერთი ხელფასების გაცემა, სანამ საბოლოო დასკვნა დაიდება ექსპერტების მხრიდან და ამის შემდეგ გამოვლინდება საშიში უბნები. იმ უბნებზე, რომელიც შედარებით უსაფრთხო იქნება, მუშაობა დეკემბერში განახლდება. ასე რომ, ორივე პრობლემა მოგვარებულია და შეთანხმებულია. ჩვენი ორივე მოთხოვნა იყო შესრულებული. გუშინვე გამოვიდა ბრიფინგზე ეკონომიკის მინისტრი და თქვა, რომ ორივე საკითხი მოგვარებულია. ამიტომ, შახტთან დაკავშირებით ჩვენ არავითარი პრობლემა აღარ დაგვრჩა. იყო ხელფასის პრობლემა, რაც გადაწყვეტილია და მუშაობის პრობლემა – ესეც გადაწყვეტილია“, – განაცხადა ჯამბულ ჯაყელმა. შეგახსენებთ, რომ საპროტესტო აქცია 2 ნოემბერს, ტყიბულში, გამგეობის შენობასთან გაიმართა. მეშახტეები სამუშაო პროცესის განახლებასა და შახტებში ჩასვლას ითხოვდნენ.
ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)