|
2018-11-02 17:52:20, 783 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის სპეციალისტმა საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის სპეციალისტმა საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. ქალაქ ჩარლსტონში, აშშ-ში საერთაშორისო ამერიკული ბიოუსაფრთხოების ასოციაციის (ABSA) 61-ე შეხვედრა ჩატარდა. კონფერენციაზე და სწავლების კურსზე განხილული იყო ზოგადი ბიოუსაფრთხოების საკითხები, პათოგენების გაუვნებელყოფის მეთოდები ლაბორატორიული გამოყენებისთვის (Pathogen inactivation Methods for Laboratory Applications). ასევე, მონაწილეებს ჩაუტარდათ ბიოუსაფრთხოების პრაქტიკული სწავლებები. ABSA ორიენტირებულია საერთაშორისო სტანდარტის ლაბორატორიულ პრაქტიკაზე, უსაფრთხო სამუშაო პროცედურებზე, ასევე ქცევით ნორმებისა და ადგილობრივი წესების დაცვაზე. ABSA-ს სწავლებები მოიცავს ინფორმაციას პოტენციურად საშიშ მასალებთან მუშაობისას ბიო-რისკის შემცირებისა და პრევენციისთვის საჭირო მეთოდების შესახებ ცოდნას. აგრეთვე, ბიო-დაცვისა და ინფორმაციული უსაფრთხოების მხრიდან წაყენებულ მოთხოვნათა შესახებ ცნობიერების ამაღლებას.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)