08:08 - 12 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-02 15:37:42, 915 ნახვა

საზოგადოება
ახალქალაქში დაშავებულ ოპოზიციის წარმომადგენლებს ექიმები კლინიკის დატოვების რეკომენდაციას აძლევენ

ახალქალაქიდან ტრავმატოლოგიურ ჰოსპიტალში გადმოყვანილ პაციენტებს ექიმები კლინიკის დატოვების რეკომენდაციას აძლევენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს, ტრავმატოლოგიური ჰოსპიტალის  სამედიცინო მენეჯერმა, ბუბა შალამბერიძემ განუცხადა.

მისი განმარტებით, დაშავებულები სტაციონარულ მომსახურებას აღარ საჭიროებენ  და მკურნალობის გაგრძელება ექიმების რეკო მენდაციის მიხედვით, ამბულატორიულადაა შესაძლებელი.

შალამბერიძის განცხადებით, პაციენტების ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია, ჩატარებული ინსტრუმენტული კვლევებითა და ნევროლოგიური გასინჯვით კი, რაიმე ტიპის გართულება არ აღინიშნება.

„ჩვენი შეფასებით, დღევანდელი მდგომარეობა სტაბილურია. ვაძლევთ კლინიკის დატოვების რეკომენდაციას და შესაძლებელია მათი მკურნალობის გაგრძელება ამბულატორიულ ეტაპზე, რა თქმა უნდა, ჩვენი რეკომენდაციებითა და სათანადო დანიშნულებით. ყველა საერთაშორისო და ეროვნული გაიდლაინებით მსგავსი ტიპის დაზიანებების მკურნალობის გაგრძელება სამი დღის შემდეგ ამბულატორიულ ეტაპზე სავსებით შესაძლებელია“, - განმარტავს ტრავმატოლოგიური ჰოსპიტალის  სამედიცინო მენეჯერი.

შეგახსენებთ, ახალქალაქში 30 ოქტომბერს გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის უფროსს, აშოტ რაისიანს და შტაბის რამდენიმე წევრს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ოპოზიციის წარმომადგენლებმა მომხდარში „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ენზელ მკოიანის ძმა დაადანაშაულეს.

მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ხულიგნობას გულისხმობს.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სტრიკლენდი დვალიშვილი ნურმაგამედოვის ინციდენტზე - უსმან ნურმაგომედოვი ბ**ის პირდაპირი განმარტებაა
მერაბ დვალიშვილი—ნურმაგომედოვი და მისი მეგობრები უკნიდან დაგვესხნენ თავს
თბილისში, დიდუბეში ცოლ-ქმარი ლიფტში მოკლული იპოვეს
ფიფია - დროა, რუსეთთან მჭიდრო სტრატეგიული კავშირისკენ ნაბიჯი გადავდგათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics