07:58 - 12 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-31 11:47:13, 853 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს ბანკმა“ Fintech მიმართულების განვითარების მიზნით უნივერსიტეტებში საჯარო ლექციების სერია დაიწყო

მთელი საქართველოს ბანკის ორგანიზებით, Fintech ტექლოგოგიების განვითარების მიზნით, თბილისის უნივესიტეტებში საჯარო ლექციების სერია დაიწყო.

ექციები ელექტრონული საბანკო მომსახურების სფეროში არსებული მსოფლიო ტრენდებისა და ამ სფეროში ინოვაციების დანერგვის თემატიკას მოიცავს.  შეხვედრების სერიის დაწყების მიზანს წარმოადგენს ფინანსური ტექნოლოგიების სფეროს შესახებ  ცნობადობის  გაზრდა, სტუდენტებისათვის ამ მიმართულებით არსებული ახალი შესაძლებლობების გაცნობა.  საქართველოს ბანკის ორგანიზებით  პირველი შეხვედრა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში გაიმართა. სტუდენტებს შეხვედრაზე ელექტრონული საბანკო ინოვაციების სპეციალისტებმა  გააცნეს  თუ რა ტიპის გამოწვევების წინაშე დგანან მსოფლიოს წამყვანი ბანკები დიჯიტალიზაციის კუთხით, როგორ ნერგავენ ისინი ინოვაციებს და ბანკთან თანამშრომლობის რა გზები და შესაძლებლობები არსებობს ფინტექ სტარტაპებისათვის.

ინფორმაციისთვის: საქართველოს ბანკი განაგრძობს რეგიონის ფინტექ მიმართულების განვითარებას. საქართველოს ბანკი პირველია როგორც საქართველოში, ისე რეგიონში, ვინც ღია ბანკინგის განვითარების ფარგლებში, ფინტექ სტარტაპების ხელშეწყობის მიზნით, შექმნა ახალი სტრატეგიული მიმართულება და პლატფორმა, სადაც ხელმისაწვდომია API სენდბოქსი, მზა პროგრამული გარემო ბანკის სერვისებთან ინტეგრირებული პროტოტიპების მარტივად შესაქმნელად. BOG Fintech პროგრამის ფარგლებში საქართველოს ბანკმა შექმნა სპეცილური პლატფორმა www.fintech.ge და ასევე,  ე.წ. API Sandbox - მზა პროგრამული გარემო ბანკის სერვისებთან ინტეგრირებული პროტოტიპების მარტივად შესაქმნელად. დღეისათვის უკვე ხელმისაწვდომია 9 საბანკო სერვისის შესაბამისი API. 

 

  (R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სტრიკლენდი დვალიშვილი ნურმაგამედოვის ინციდენტზე - უსმან ნურმაგომედოვი ბ**ის პირდაპირი განმარტებაა
მერაბ დვალიშვილი—ნურმაგომედოვი და მისი მეგობრები უკნიდან დაგვესხნენ თავს
თბილისში, დიდუბეში ცოლ-ქმარი ლიფტში მოკლული იპოვეს
ფიფია - დროა, რუსეთთან მჭიდრო სტრატეგიული კავშირისკენ ნაბიჯი გადავდგათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics