|
2018-10-26 16:35:35, 2443 ნახვა
საზოგადოება
სარალიძის დედა: ვაგრძელებ დღეიდან ყველაფერს იმას, რასაც ზაზა აკეთებდა
ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამის ზაზა სარალიძის დაკავების შემდეგ, პარლამენტის შენობასთან მისი დედა მივიდა. როგორც მარინა ბეგაძე აცხადებს, საპროტესტო აქციებში დღეიდან თვითონ ჩაერთვება. „მართალია, ზაზა დაიჭირეს, მაგრამ მე აქ ვარ, ზაზა მარტო არ არის. მე ვაგრძელებ დღეიდან ყველაფერს იმას, რასაც ზაზა აკეთებდა. ყველანაირად ჩავერთვები აქციაში. ზაზას მხარს ყოველთვის უმაგრებდა ჩვენი ოჯახი და ახლაც გავაგრძელებთ ასე,“- განაცხადა მარინა ბეგაძემ. ცნობისთვის, დღეს პარლამენტთან სამართალდამცველებსა და ზაზა სარალიძეს შორის ინციდენტი მოხდა, რა დროსაც პოლიციამ სარალიძე დააკავა. შსს-ს ცნობით, ის სამართალდამცველებს მოვალეობის შესრულების დროს თავს დაესხა. განყოფილებაში გაადაყვანილი სარალიძე შეუძლოდ გახდა და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოგვიანებით პარლამენტთან ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია დაანონსდა.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)