07:30 - 12 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-26 10:01:07, 989 ნახვა

საზოგადოება
ბიძინა ივანიშვილი დღეს ჟურნალისტებთან მორიგ შეხვედრას გამართავს

პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს.

ივანიშვილი დღეს, 11:00 საათზე იწვევს საქართველოში მოქმედი საერთო ეროვნული მაუწყებლების წარმომადგენლებს: “მაესტრო”, “ობიექტივი”, “პალიტრა NEWS”, “კავკასია”, “იბერია TV”, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს.

„ამასთან, საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილის მოწოდება მინიმალური მედია სტანდარტის დაცვისა და განსხვავებული აზრის პატივისცემისკენ, ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის მიერ შეფასდა როგორც მუქარა და სარედაქციო პოლიტიკაში უხეში ჩარევის მცდელობა.

სწორედ ამიტომ, პარტიის თავმჯდომარე „რუსთავი2“-ს 26 ოქტომბერს დაგეგმილ შეხვედრაზეც იწვევს, რათა ამ ტელევიზიას მიეცეს საშუალება, ნებისიერ თემაზე დასვას კითხვები და შეასრულოს განსხვავებული აზრის საკუთარ მაყურებლამდე მიტანის ვალდებულება.

ინტერვიუს საერთო სიგნალს პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ უზრუნველყოფს და პირდაპირ რეჟიმში ყველა დაინტერსებულ მედიასაშუალებას მიაწვდის. შეხვედრა „ტექნო პარკში“ გაიმართება... ბიძინა ივანიშვილი მედიასთან შეხვედრებს სხვადასხვა ფორმატში მომავალშიც განაგრძობს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სტრიკლენდი დვალიშვილი ნურმაგამედოვის ინციდენტზე - უსმან ნურმაგომედოვი ბ**ის პირდაპირი განმარტებაა
მერაბ დვალიშვილი—ნურმაგომედოვი და მისი მეგობრები უკნიდან დაგვესხნენ თავს
თბილისში, დიდუბეში ცოლ-ქმარი ლიფტში მოკლული იპოვეს
ფიფია - დროა, რუსეთთან მჭიდრო სტრატეგიული კავშირისკენ ნაბიჯი გადავდგათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics