16:56 - 05 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-11 10:13:11, 398 ნახვა

პოლიტიკა
ფინანსთა მინისტრის მოადგილედ ცოტნე ყავლაშვილი დაინიშნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის 10 ივნისის, #237 ბრძანებით, ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის წარდგინებით, ფინანსთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა ცოტნე ყავლაშვილი, რომელიც ამავე დროს, კანონმდებლობის დაცვით, კვლავ გააგრძელებს ფინანსთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების  - სახაზინო სამსახურის უფროსის უფლებამოსილების შესრულებას. 

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ცოტნე ყავლაშვილი ფინანსთა სამინისტროში მუშაობს 2006 წლიდან. სახაზინო სამსახურის უფროსად დანიშვნამდე, ეკავა ფისკალური პროგნოზირების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა, მანამდე იყო საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.

დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტი, მიღებული აქვს მაგისტრის აკადემიური ხარისხი.

პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ცოტნე ყავლაშვილს ფინანსთა მინისტრის მოადგილის უფლებამოსილება მიმდინარე წლის 9 ივნისიდან მიენიჭა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი – ჰერჩინსკიმ ტონს დაუწიოს, აგდებული ტონი დატოვოს საელჩოში
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
ვლადიმერ ჭინჭარაულის მიღწევები - საქართველოს ბანკის კამპანია „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ გრძელდება
რომელ პროფესიულ აკადემიებში შეგიძლია ისწავლო ხელოვნური ინტელექტი BOG-ის სტიპენდიით?
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics