16:56 - 05 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-11 10:21:50, 511 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი "ბაქო 2015 - პირველი ევროპული თამაშების" გახსნას დაესწრება

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 12 ივნისს, აზერბაიჯანის დედაქალაქში „ბაქო 2015- პირველი ევროპული თამაშების“ გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრება.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრემიერ–მინისტრის პირისპირ შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან.  ირაკლი ღარიბაშვილი  დაესწრება აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის სახელით გამართულ „ბაქო 2015 - პირველი ევროპული თამაშების” გახსნისადმი მიძღვნილ  ოფიციალურ  მიღებას.  პრემიერ–მინისტრი ასევე ეწვევა ოლიმპიურ სოფელს და შეხვდება საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს.

ოლიმპიადაში სპორტის 20 სახეობის 253 დისციპლინაში 50 ქვეყნის 6 ათასზე მეტი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. აზერბაიჯანში 105 ქართველი ათლეტი სპორტის 17 სახეობაში იასპარეზებს.

საქართველოს დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში შედიან: ვიცე–პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ვიცე–პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლის რეგიონში პაატა ხიზანიშვილი,– აზერბაიჯანის დედაქალაქს 11 ივნისს ეწვევა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი – ჰერჩინსკიმ ტონს დაუწიოს, აგდებული ტონი დატოვოს საელჩოში
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
ვლადიმერ ჭინჭარაულის მიღწევები - საქართველოს ბანკის კამპანია „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ გრძელდება
რომელ პროფესიულ აკადემიებში შეგიძლია ისწავლო ხელოვნური ინტელექტი BOG-ის სტიპენდიით?
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics