07:30 - 12 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-24 15:47:45, 1506 ნახვა

საზოგადოება
„მისი მიზანია, ყველა ადამიანი იყოს მასზე დამოკიდებული“ - ბურჭულაძე ივანიშვილს სიცრუეში ადანაშაულებს

მსოფლიოს პირველი ბანი პაატა ბურჭულაძე ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძნა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიიუს ეხმაურება და მას სიცრუეში ადანაშაულებს. 

როგორც ბურჭულაძემ აღნიშნა, მას ივანიშვილისგან ფული არ მიუღია. 

„ყველა სიტყვა თავიდან ბოლომდე იყო სიცრუე, მაგალითად - რომ მე მივედი მასთან პოლიტიკურ საქმეზე სალაპარაკოდ - ეს იყო სიცრუე; რომ მერე მე და ჩემი მეუღლე მივედით მასთან ეს იყო სიცრუე, ჩვენ მასთან ერთად არ მივსულვართ არასდროს. უნდა ჩამოყალიბდეს, იმ დროს ამბობდა 50 მილიონს, ახლა ძალიან ჩამომაქვეითა და 10 მილიონს ამბობს და მერე 2 მილიონზე ჩამოვიდა. ფაქტი ერთია, მან აღიარა, რომ მე თანხა არ მიმიღია. ბიძინა ივანიშვილი არის დამღუპველი ჩვენი ქვეყნისთვის ის ცრუობს ახლა და შეუძლია დიდი ტრავმა მოგვაყენოს. ღმერთმა არ ქნას გაყალბების გზით სალომე ზურაბიშვილი მოიყვანოს. მისი მიზანია, რომ ყველა ადამიანი იყოს მასზე დამოკიდებული და ვინც არ არის, არის მისი მტერი“, - აღნიშნა პაატა ბურჭულაძემ.

ცნობისთვის, გუშინდელ ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ბურჭულაძე მასთან საკუთარი ინიციატივით, მეუღლესთან ერტად მივიდა და 9 მილიონი დოლარი მოსთხოვა. ივანიშვილის განმარტებით, აღნიშნული თანხის სანაცვლოდ ბურჭულაძე მის თანაგუნდელობას აპირებდა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სტრიკლენდი დვალიშვილი ნურმაგამედოვის ინციდენტზე - უსმან ნურმაგომედოვი ბ**ის პირდაპირი განმარტებაა
მერაბ დვალიშვილი—ნურმაგომედოვი და მისი მეგობრები უკნიდან დაგვესხნენ თავს
თბილისში, დიდუბეში ცოლ-ქმარი ლიფტში მოკლული იპოვეს
ფიფია - დროა, რუსეთთან მჭიდრო სტრატეგიული კავშირისკენ ნაბიჯი გადავდგათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics