|
2018-10-24 14:38:57, 1251 ნახვა
საზოგადოება
ბოტანიკურ ბაღში ჩაის ცერემონია და იაპონური კალიგრაფიის ჩვენება გაიმართა
საქართველოს ეროვნულმა ბოტანიკურმა ბაღმა ჩაის ცერემონიას და იაპონური კალიგრაფიის ჩვენებას უმასპინძლა. ბოტანიკურ ბაღში ჩაის ცერემონიის ჩატარება უკვე ტრადიციად იქცა. სპეციალურად ამ დღისთვის, საქართველოში სახელგანთქმული იაპონელი ოსტატები ჩამოდიან, რომლებიც ბაღის სტუმრებს თავიანთ ხელოვნებას აცნობენ. წელს ჩაის ცერემონია და იაპონური კალიგრაფიის ნიმუშები იაპონიიდან საგანგებოდ მოწვეულმა ოსტატებმა ნაოლო მაცუდაირამ და ლუკას აკემმა წარმოადგინეს. „მოხარული ვარ, რომ იაპონურ ბაღში, რომელიც ქართველი და იაპონელი ხალხის მეგობრობის სიმბოლოდ იქცა, კიდევ ერთხელ ვმასპინძლობთ ჩაის ცერემონიას და იაპონური კალიგრაფიის ჩვენებას. შესანიშნავი იყო ოსტატ ნაოლო მაცუდარის მიერ ჩაის მომზადების ხელოვნების ჩვენება. წლევანდელი ღონისძიება განსხვავებული და უფრო დატვირთული გახდა იმით, რომ იაპონური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, ოსტატმა ლუკას აკემმა იაპონური კალიგრაფიის ნიმუშების, შოდოს შექმნის ნახვის შესაძლებლობა მოგვცა“, - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორმა თამაზ დარჩიძემ. იაპონური ბაღი საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში, თბილისის მერიის, იაპონიის საელჩოსა და JTI-ს მხარდაჭერით, 2016 წელს გაშენდა და ქართველ და იაპონელ ხალხთა შორის მეგობრობის სიმბოლოდ იქცა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)