10:51 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-22 16:53:15, 1555 ნახვა

საზოგადოება
ინგა გრიგოლია ხვალ, ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუზე არ მივა

ტელეკომპანია „ტვ პირველის“ გადაცემა „რეაქციის“ წამყვანი ინგა გრიგილია, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან დაგეგმილ ინტერვიუზე არ მივა.

როგორც ჟურნალისტმა facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, გადაცემა „რეაქცია“ ზუსტად იმ დროს მთავრდება, როცა ყოფილ პრემიერთან ინტერვიუა დაანონსებული, შესაბამისად მისვლას ვერ მოახერხებს.

„გამარჯობა მეგობრებო, რადგან ამდენი ადამიანი მირეკავს და მეკითხება,მივდივარ თუ არა ხვალ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუზე,ბარემ აქვე დავწერ,სიამოვნებით წავიდოდი,რადგან მგონია,რომ საინტერესო ბრიფინგი იქნება,მაგრამ ხვალ 20.00-ზე მეწყება გადაცემა ,,რეაქცია,, რომელიც გრძელდება ზუსტად იმ დრომდე,როცა იწყება ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ ჟურნალისტებთან.ფიზიკურად ვერ მოვახერხებ,ამიტომ ტვ,,პირველი,, გადაწყვეტს ,ვინ მიიღებს მონაწილეობას ჩვენგან ამ შეხვედრაში. მადლობა ყურადღებისთვის, p.s-- ჩავამატებ ბარემ,ნებისმიერ დროს სიამოვნებით ავიღებ ინტერვიუს მისგან“, - წერს ინგა გრიგოლია.

ცნობისთვის, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხვალ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხებს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ „ქართული ოცნების“ პრესსამსახურიდან აცნობეს, ივანიშვილი 23 ოქტომბერს, 22:00 საათზე, სამი ტელევიზიის მთავარი პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებს: ტელეკომპანია „იმედიდან“ - ირაკლი ჩიხლაძეს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-დან - გიორგი გაბუნიას და „ტვ პირველიდან“ - ინგა გრიგოლიას, მასთან ინტერვიუზე იწვევს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინი: კონსტანტინოვკას განთავისუფლებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის
აზერბაიჯანის მოქალაქე გარდაიცვალა თბილისში, რომელიც „ღირსების მიზნით მკვლელობის“ მსხვერპლი გახდა
ტრამპმა კომუნიზმს აშშ-ის თავისუფლებისთვის „მომაკვდინებელი საფრთხე“ უწოდა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინაში ომზე: მომდევნო თვეები შესაძლოა კრიტიკული იყოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics