|
2018-10-22 14:01:37, 1369 ნახვა
საზოგადოება
ზურაბიშვილი მთავარანგელოზ გაბრიელისა და პეტრე მოციქულის სახელობის ცენტრის - „პეგასის" მშენებლობის პრეზენტაციას დაესწრო
პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი მთავარანგელოზ გაბრიელისა და პეტრე მოციქულის სახელობის ცენტრის - „პეგასის" მშენებლობის პრეზენტაციას დაესწრო. მან ისაუბრა იმაზე, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს საქართველოში აუტისტური სპექტრისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრების არსებობას. „ეს არის წინ გადადგმული დიდი ნაბიჯი იმ დარგში, სადაც ჩვენ საკმაოდ ჩამორჩენილები ვართ. ვფიქრობ, რომ სარეაბილიტაციო ცენტრი ასევე საჭიროა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის არა მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებშიც",-აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა. ზურაბიშვილის თქმით, ამ მხრივ სერიოზული პრობლემებია რეგიონებშიც. „მე ვიქნები მთლიანად ჩართული, რათა საზოგადოება გახდეს ინკლუზიური. სამოქალაქო საზოგადოების მიერ მათი მხარდაჭერა არის ევროპულობის ერთ-ერთი პირველი ნიშანი. ჩვენ არ უნდა მივატოვოთ ეს ოჯახები", - განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)