|
2018-10-16 18:57:24, 1713 ნახვა
საზოგადოება
„არის მძიმე ემოციურ მდგომარეობაში“ - ომბუდსმენმა მირზა სუბელიანი მოინახულა
პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ მოინახულა. როგორც ლომჯარიამ სასჯელაღსრულების დაწესებუელბის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მირზა სუბელიანი მძიმე ემოციურ მდგომარეობაში იმყოფება. ომბუდსმენის თქმით, სუბელიანმა გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით რაიმე ტიპის კომენტარის გაკეთება არ ისურვა. „ჩანაწერებთან დაკავშირებით მას კომენტარის გაკეთება არ სურს. ძირითადად საუბრობს ხორავას ქუჩის საქმეზე და იმაზე რომ ის ძალიან განიცდის მომხდარს და თანაუგრძნობს ოჯახებს. რაც შეეხება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას, ჩვენ გადავამოწმეთ და ის უკვე ჩართო ციხის ადმინისტრაციამ სუიციდის პრევენციის პროგრამაში, მის მიმართ ხორციელდება მეთვალყურეობა, არის დაცვა უზრუნველყოფილი და ვადასტურებ, რომ არის მძიმე ემოციურ მდგომარეობაში. როდესაც ვსვამდი შეკითხებს ჩანაწერებთან დაკავშირებით, მას არ ჰქონდა სურვილი, რაიმე ტიპის კონკრეტული ინფორმაცია ან კომენტარი გაეკეთებინა ამ საკითხთან დაკავშირებით. ის აცხადებს, რომ გამოძიება დაადგენს ყველაფერს და გამოძიება უნდა წარიმართოს ამ ფაქტებთან დაკავშირებით“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)