|
2018-10-16 18:31:59, 1439 ნახვა
საზოგადოება
ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი 2018“ იწყება
მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების 21-ე საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი 2018“ იწყება. ამასთან დაკავშირებით, გაიმართა პრესკონფერენცია, რომელსაც თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია, ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი ქეთი დოლიძე, გენერალური მენეჯერი სოფო თორთლაძე, ნორვეგიის თეატრის დასი (THE KRAMPLE) და იტალიის საელჩოს წარმომადგენლები უძღვებოდნენ. როგორც პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი, ფესტივალი 18 ოქტომბრიდან 16 ნოემბრამდე გაიმართება. „თბილისს უყვარს ტრადიციების შენარჩუნება და „საჩუქარი“ქალაქმა შეინარჩუნა. უკვე 21-ე წელია, რაც ფესტივალი ტარდება და დღეს ისეთივე აქტუალური და თანამედროვეა, როგორც დასაწყისში. დამოუკიდებლობის აღდგენიდან პირველივე წელს შეიქმნა და ნამდვილად დღესასწაული იყო მაშინდელი თბილისისთვის. წლევანდელი პროგრამა საკმაოდ მრავალფეროვანია. თბილისის მერიისთვის მნიშვნელოვანია ის ლექციები და მასტერკლასები, რომელიც საფესტივალო პროგრამაშია წარმოდენილი, რადგან მუნიციპალიტეტისთვის არაფორმალური განათლება არის ერთ-ერთი პრიორიტეტი“, - განაცხადა თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ. „საჩუქარი 2018“-ის ფარგლებში, საქართველოში პირველად მოეწყობა სკანდინავიური კულტურის გაცნობა-დათვალიერება. მაყურებელს საშუალება ექნება, ეზიაროს მსოფლიოში წამყვან ნორვეგიულ ქორეოგრაფიას, დიზაინს, მუსიკასა და ზოგადად თანამედროვე მხატვრულ ესთეტიკას. ასევე, მნიშვნელოვანია ნორვეგიის ნაციონალური ოპერისა და ბალეტის ქორეოგრაფის ალან ლუსიენ ოიენის თეატრის „ზამთრის სტუმრები“ მონაწილეობა ფესტივალში. მისი წარმოდგენა „სიმულიაკრი“ მრავალი ჯილდოს მფლობელი არგენტინელი მოცეკვავის, დანიელ პროიეტოს და 78 წლის იაპონელი ფლამენკოს ლეგენდის, შოჯი კოჯიმას ისტორიული შეხვედრაა. ამასთან, ჩატარდება „სარდინიის კულტურის დღეები“ საქართველოში, რომლის ფარგლებშიც, რუსთაველის თეატრში, სარდინიის ნაციონალური თეატრის სახელგანთქმული სპექტაკლის, უილიამ შექსპირის „მაკბეტის“ ქართული პრემიერა გაიმართება. ფესტივალის ფარგლებში, 4 ნოემბერს დაგეგმილია ქართულ-სარდინიული კონცერტი ადგილობრივი მოსახლეობისთვის და სტუმრებისთვის, რომელიც ძველ თბილისში, ფესტივალის კლუბში გაიმართება. ერთი დღით ადრე კი, რუსთაველის თეატრში ღია „ვორკშოფი“ ჩატარდება. ფესტივალის პროგრამაში ტრადიციულად გამორჩეული როლი უკავია დიმიტრი კრიმოვის ლაბორატორიას, რომელიც წელს წარმოგვიდგენს ახალ სპექტაკლს - „უმზითვო“. ფესტივალს დახურავს თანამედროვე მსოფლიო ცეკვის გარდამტეხი მოვლენა, დიდი ბრიტანეთის ნაციონალური საცეკვაო სცენის „სედლერ უელსის“ ვარსკვლავის, ჰოფეშ შეხეტრის დასი, ახალი წარმოდგენით - „შოუ“, რომელსაც დიდი ბრიტანეთის ელჩი თავად წარუდგენს მაყურებელს რუსთაველის თეატრის სცენაზე.
(NS)
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)