|
2018-10-16 11:54:09, 811 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძემ ინიცირებული ცვლილებების მხარდაჭერისთვის პარლამენტსა და საკრებულოს მადლობა გადაუხადა
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საზოგადოებას მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლები წარუდგინა და მათ კეთილსინდისიერი შრომისა და ქალაქზე ზრუნვისთვის მადლობა გადაუხადა. დედაქალაქის მერმა პრეზენტაციაზე ასევე, ყურადღება გაამახვილა იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც ინსპექტირების ფუნქციების გაძლიერების მიზნით გატარდა. კახა კალაძემ თბილისის მერიის მიერ ინიცირებული ცვლილებების მხარდაჭერისთვის საქართველოს პარლამენტსა და დედაქალაქის საკრებულოს მადლობა გადაუხადა. „რა თქმა უნდა, ნებისმიერი სამსახურის ეფექტიან მუშაობას განაპირობებს ასევე, შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა. ამ მიმართულებით, წელს ახალი რეგულაციები ამოქმედდა, რომლის ძალაში შესვლამდე, სამართალდარღვევების რიცხვი საკმაოდ მაღალი იყო. ჯარიმები იმდენად მიზერულ თანხებს შეადგენდა, რომ სამართალდამრღვევი წესების დაცვას ჯარიმის გადახდას ამჯობინებდა“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, სამშენებლო დარღვევებისა და უსაფრთხოების წესების დაცვის, გარე ვაჭრობის, გარე რეკლამისა და ქალაქის იერსახის სხვადასხვა ფორმით დამახინჯების მიმართულებით, ჯარიმების ოდენობა უკვე გაზრდილია. დედაქალაქის მერმა დღეს, ზედამხედველობის განახლებული სამსახური - თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექცია წარადგინა, რომელიც ქალაქში ურბანულ წესრიგზე იქნება პასუხისმგებელი.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)