06:47 - 12 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-15 16:52:26, 2060 ნახვა

საზოგადოება
თეა წულუკიანი ფრანგული ენის პოპულარიზაციისთვის ღონისძიებებში აქტიურ მონაწილეობას აგრძელებს

იუსტიციის მინისტრი, თეა წულიკიანი საფრანგეთის საელჩოსთან ერთად ფრანგული ენის პოპულარიზაციას აგრძელებს.

ამჯერად თეა წულუკიანმა საფრანგეთის ელჩ პასკალ მენიესთან ერთად ფრანგული ენით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის ტრენინგის კურსი გახსნაყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში. შეხვედრაზე მინისტრმა მოსწავლეებისთვის საინტერესო კითხვებსაც უპასუხა. ახალგაზრდებს სიტყვით მიმართა საფრანგეთის ელჩმაც.

 ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში ორდღიანიტრენინგის დროს მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ დამატებითი ცოდნა მიიღონ და იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს მიერ ორგანიზებულ კურსსდაესწრონ კიბერბულინგის თემაზე.

 აღნიშნულ ტრენინგზე თეა წულუკიანმა მოსწავლეები და მათი მასწავლებლები სასწავლო ვიზიტით მას შემდეგ მიიწვია, რაც მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ესეების კონკურსში.  ესეების კონკურსის იდეაც იუსტიციის მინისტრს ეკუთვნოდა და ის მიზნად ისახავდა ფრანგული ენის პოპულარიზაციას სკოლებში. კონკურსი „ფრანკოფონია 2018"-ის ფარგლებში ჩატარდა და მოსწავლეებმა ფრანგულ ენაზე შექმნეს ესეები საქართველოსა და საფრანგეთში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების, ადამიანისა და კანონის ურთიერთმიმართების თემებზე. კონკურსში შვიდი სკოლის 18 მოსწავლე მონაწილეობდა და მასში ჩართვა შეეძლოთ საჯარო და კერძო სკოლების IX, X, XI და XII კლასების მოსწავლეებს.

 იუსტიციის მინისტრი ფრანკოფონია და როგორც საშუალო, ისე უმაღლესი განათლება საფრანგეთში აქვს მიღებული. ამიტომაც ის ფრანგული ენისა და კულტურის მხარდასაჭერ ღონისძიებებში სისტემატურად ერთვება.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სტრიკლენდი დვალიშვილი ნურმაგამედოვის ინციდენტზე - უსმან ნურმაგომედოვი ბ**ის პირდაპირი განმარტებაა
მერაბ დვალიშვილი—ნურმაგომედოვი და მისი მეგობრები უკნიდან დაგვესხნენ თავს
თბილისში, დიდუბეში ცოლ-ქმარი ლიფტში მოკლული იპოვეს
ფიფია - დროა, რუსეთთან მჭიდრო სტრატეგიული კავშირისკენ ნაბიჯი გადავდგათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics