|
2018-10-15 14:01:21, 1964 ნახვა
საზოგადოება
რაში დახარჯავს განათლების სამინისტრო მომავალ წელს მილიარდზე მეტ ლარს - ბიუჯეტის პროექტი
2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსება იზრდება. პროექტის თანახმად, სამინისტრო 2019 წელს 1 მილიარდ 485 მილიონ ლარს მიიღებს. სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში განათლების რეფორმა ერთ-ერთ პრიორიტეტადაა დასახელებული. პროექტში აღნიშნულია, რომ განათლების რეფორმა განათლების სისტემის ყველა საფეხურზე განხორციელდება. კერძოდ, თანხები შემდეგნაირად გადანაწილდება: მოსწავლეების ტრანსპორტირებით უზრუნველყოფის პროგრამა 22 მილიონ 500 ათასი ლარით დაფინანსდება, 20 მილიონ 120 ათასი ლარი საჯარო სკოლების პირველკლასელებისთვის ნეტბუქების შეძენაზე დაიხარჯება. სკოლამდელი და ზოგადი განათლება 738 მილიონ ლარზე მეტით იქნება დაფინანსებული. აქედან წარმატებული მოსწავლეების წახალისებისთვის ბიუჯეტის არსებულ პროექტში 730 ათასი ლარია გამოყოფილი, რაც შეეხება პედაგოგთა პროფესიულ განვითარებას ამ საკითხისთვის ჯამში 11 მილიონ 755 ათასი ლარია გამოყოფილი. უმაღლესი განათლების მიმართულებით, სამინისტროს ბიუჯეტის პროექტში 168 მილიონი ლარია გათვალისწინებული: გამოცდების ორგანიზება 11 მილიონ 900 ათასი ლარი; სახელმწიფო სასწავლო, სამაგისტრო გრანტებისა და ახალგაზრდების წახალისება 135 მილიონ 185 ათასი ლარი; მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა 65 მილიონ 470 ათასი ლარი. რაც შეეხება პროფესიულ განათლებას ეს სფერო 2019 წელს 48 მილიონ 690 ათასი ლარით იქნება დაფინანსებული.
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)