|
2018-10-15 10:40:59, 1065 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილმა კატარელ კოლეგას უმასპინძლა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა კატარის სახელმწიფოს მუნიციპალური განვითარებისა და გარემოს დაცვის მინისტრს, მოჰამედ ბინ აბდულა ალ რუმაიჰს და კატარის სახელმწიფოს სოფლის მეურნეობის განვითარების, მეცხოველეობის და საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებს უმასპინძლა. სამინისტროს ცნობით, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისა და საინვესტიციო პოტენციალის გაცნობის მიზნით, მოჰამედ ბინ აბდულა ალ რუმაიჰი საქართველოში პირველად იმყოფებოდა. მხარეებს შორის გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოდან ცოცხალი ცხვრის, ცხვრის, საქონლის და ფრინველის ხორცის, მშრალი და ახალი ხილის, ბოსტნეულის, თაფლის ექსპორტის, ასევე, საექსპორტო პროდუქციის ტრანსპორტირების გამარტივების საკითხებს. ლევან დავითაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სპარსეთის ყურის ქვეყნები, მათ შორის, კატარი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია და ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას დიდი პოტენციალი აქვს. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ვრცლად ისაუბრა სურსათის უვნებლობის კუთხით საქართველოს მიერ განხორციელებულ რეფორმებზე, ლაბორატორიული შესაძლებლობების გაძლიერებაზე და ცხოველთა დაავადებების მართვის კუთხით მიღწეულ პროგრესზე. მინისტრმა დელეგაციის წევრებს გარემოსდაცვითი სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები, მათ შორის, მწვანე ეკონომიკის განვითარების კონცეფცია გააცნო. როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, მწვანე ეკონომიკის და მდგრადი განვითარების ხელშეწყობა ქვეყნის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. მინისტრის განცხადებით, ქვეყანას ეკოტურიზმის, აგროტურიზმის და ბიოწარმოების კუთხით განვითარების დიდი პოტენციალი აქვს. შეხვედრაზე მოჰამედ ბინ აბდულა ალ რუმაიჰმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კატარის სახელმწიფო დაინტერესებულია საქართველოდან აგროსასურსათო პროდუქციის, მათ შორის, ქართული თაფლის იმპორტით, ვინაიდან, კატარის ბაზარზე თაფლზე მოთხოვნა მზარდია, წარმოებული პროდუქცია კი, საკმარისი არ არის. მოჰამედ ბინ აბდულა ალ რუმაიჰის განცხადებით, საქართველოს, უახლოეს მომავალში, სხვადასხვა ტიპის სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის შეძენის მიზნით, კატარის სახელმწიფოდან სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლები ესტუმრებიან. „მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები საქართველოში. ჩემს კოლეგასთან შეხვედრა იყო ძალიან მნიშვნელოვანი. საქართველოში წარმოებულ აგროსასურსათო პროდუქციას არა მხოლოდ კატარის, არამედ ევროკავშირის სხვა მრავალი ქვეყნის ბაზრის ათვისების რეალური პოტენციალი აქვს. ქართული პროდუქტები მიმზიდველია, როგორც ხარისხით, ისე გემოვნური თვისებებით“, - განცხადა კატარის სახელმწიფოს მუნიციპალური განვითარებისა და გარემოს დაცვის მინისტრმა. ვიზიტის ფარგლებში, კატარის დელეგაციის წევრებმა საქართველოში სახელმწიფოს მხარდაჭერით შექმნილი საწარმოების პროდუქციის გამოფენა დაათვალიერეს. ლევან დავითაშვილმა დელეგაციის წევრებს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზაზეც უმასპინძლა. სტუმრები, კომპანიებშიც „ბარამბო“ და „ზედაზენი“ იმყოფებოდნენ, სადაც საწარმოო პროცესს გაეცნენ. ვიზიტის დასასრულს, მოჰამედ ბინ აბდულა ალ რუმაიჰმა მადლობა გადაუხადა ლევან დავითაშვილს გულითადი მასპინძლობისთვის და კოლეგა, ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან ერთად, კატარის რესპუბლიკაში, 2019 წლის მარტში დაგეგმილ გამოფენაზე მიიწვია.
(NS)
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)