21:01 - 12 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-10 11:01:24, 915 ნახვა

სამართალი
შსს-მ 478 აბი ე.წ. ექსტაზი, ამფეტამინი და მეტამფეტამინი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 478 აბი ე.წ. ექსტაზი, ამფეტამინი და მეტამფეტამინი ამოიღო.

ამის შესახებ უწყების განცხადებაშია აღნიშნული:

„შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს და საპატრულო პოლიციის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ერთობლივად ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული ირაკლი კ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას 478 აბი ე.წ. ექსტაზი (მდმა), 3,5879 გრ ამფეტამინი და 0,0097 გრ მეტამფეტამინი ამოიღეს. ნარკოლოგიური შემოწმებით ირაკლი კ-ს მარიხუანის და ამფეტამინის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა“,- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ჰორმუზის სრუტეზე აშშ-ის სრული კონტროლი გამოაცხადა: „ვფიქრობ, ჩვენ მას შევინარჩუნებთ“
Wildberries-ის აპლიკაცია აშშ-ის App Store-დან გაქრა
ადვოკატი: ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად
კობა ფარტენაძის მიმართ ძალადობისა და დანით დაჭრის მუქარის ბრალდებით დაკავებულები გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics