|
2018-10-12 11:21:51, 991 ნახვა
საზოგადოება
სახალხო დამცველი მაია ოთინაშვილს შეხვდა
საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში ჩავიდა, სადაც ცხინვალის რეგიონში ათდღიანი უკანონო თავისუფლების აღკვეთის შემდეგ გათავისუფლებულ მაია ოთინაშვილს შეხვდა და გათავისუფლება და სახლში მშვიდობით დაბრუნება მიულოცა. საუბრისას ნინო ლომჯარია განსაკუთრებით დაკავების დეტალებით, პატიმრობის პირობებითა და მოპყრობით დაინტერესდა. სახალხო დამცველმა ის ადგილი დაათვალიერა, საიდაც მაია ოთინაშვილი ოსმა ე.წ. მესაზღვრეებმა 29 სექტემბერს გაიტაცეს. სახალხო დამცველი ასევე შეხვდა 87 წლის დავით ვანიშვილს, რომლის საცხოვრებელი სახლი და საკარმიდამო ნაკვეთი, მცოცავი ანექსიის შედეგად, მავთულხლართს მიღმა დარჩა. მისი თქმით, იგი სრულ მარტოობაში ცხოვრობს ავადმყოფ მეუღლესთან ერთად, რომელთანაც ვერ ხერხდება ექიმის შეყვანა. იზოლაციის გამო, მოხუცი ცოლ–ქმარი ვერც საქართველოს მოქალაქეთათვის განკუთვნილი სერვისებით სარგებლობენ. სახალხო დამცველი გეგმავს მიმართოს საერთაშორისო წითელი ჯვრის კომიტეტს, რათა მავთულხლართს მიღმა დარჩენილ ოჯახს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაუწიონ.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)