|
2018-10-11 20:54:38, 1681 ნახვა
საზოგადოება
დიმიტრი მედვედევის მიერ შექმნილი ფონდის დაფინანსებით, თბილისში ფორუმი გაიმართება
რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის მიერ შექმნილი გორჩაკოვის ფონდის დაფინანსებით, 13-14 ოქტომბერს თბილისში ახალგაზრდა დიპლომატთა ფორუმი გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაცია რუსული სახელისუფლებო ფონდის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა. ფონდის ცნობით, ფორუმის მიზანია რუსი და ქართველი ახალგაზრდების ურთიერთობისთვის საერთო სივრცის შექმნა. "პროექტი ხელს შეუწყობს საქართველო-რუსეთის ურთიერთობების დალაგებას და დიალოგის დამყარებას. მონაწილეები შეიმუშავებენ საქართველოში რუსული დიასპორის სტატუსის გაზრდის მექანიზმებს, მათ შორის საქართველოში ამ დიასპორის გაზრდის მიმართულებით. ფორუმში მონაწილეობას ქართველი და რუსი პოლიტიკოსები, მეცნიერები, კულტურის სფეროში მომუშავე ადამიანები და ახალგაზრდა ლიდერები მიიღებენ", - ნათქვამია მედვედევის მიერ დაფინანსებული ფონდის ინფორმაციაში. ცნობისთვის, გორჩაკოვის ფონდი 2010 წელს რუსეთის იმჟამინდელი პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის განკარგულებით შეიქმნა. მისი დამფუძნებელი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროა. შეგახსენებთ, რომ 5 სექტემბერს თბილისში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გრანტით დაფინანსებული მედიაფორუმი გაიმართა. ფორუმის პარალელურად მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)