|
2018-10-11 17:14:12, 1190 ნახვა
საზოგადოება
საბურთალოს რაიონში 72 სხვადასხვა სახის პროექტი განხორციელდა
საბურთალოს რაიონში თანადაფინანსებული პროექტების ფარგლებში, 72 სხვადასხვა სახის პროექტი განხორციელდა, რაზეც გამგეობის ბიუჯეტიდან 944 097 ლარი დაიხარჯა. ტაშკენტის ქუჩა N31-ში ბრტყელი სახურავისა და ლიფტის რეაბილიტაცია დასრულდა. ლიფტი ასევე, შეკეთდა გაზაფხულის ქუჩა N13, ხვიჩიას ქუჩა N12, საირმის ქუჩა N2 კორპუსში, ცინცაძის ქუჩა N7 და ბუდაპეშტის ქუჩა N6-ში. ლიფტების რეაბილიტაცია სულ 13 მისამართზე განხორციელდა. საირმის ქუჩა N2-ში სადარბაზოს შიდა სარემონტო სამუშაოებიც დასრულდა. ამ ეტაპზე, სადარბაზო შვიდ მისამართზე გარემონტდა. დიდ დიღომში, პეტრიწის N4 ა-სა და მე-3 მიკრორაიონის N5 კორპუსის ბრტყელი სახურავი შეკეთდა. ქანობიანი სახურავის რეაბილიტაცია კი, იოსებიძის ქუჩა N60-სა და ბროლოსანის ქუჩა N31-ში დასრულდა. საბურთალოს რაიონში, სახურავები სულ 30 მისამართზე შეკეთდა. კორპუსების სართულშუა ნაპრალების სპეციალური მასალით ამოვსების სამუშაოები ექვს მისამართზე შესრულდა, მათ შორისაა, გოთუას ქუჩა N22. სამუშაოების ფარგლებში, წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია 16 მისამართზე განხორციელდა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)