|
2018-10-11 10:09:02, 812 ნახვა
საზოგადოება
ფრანკფურტის ბაზრობაზე მარტინ პარის City Book Tbilisi-ის პრეზენტაცია შედგა
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, საქართველოს პავილიონში Magnum Photos ფოტოგრაფის, მარტინ პარის City Book Tbilisi-ის პრეზენტაცია გაიმართა. პარტინ პარის ნამუშევარი თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ, Magnum Photos პრეზიდენტთან, პროექტის ხელმძღვანელთან და მწერალ აკა მორჩილაძესთან ერთად წარადგინა. City book Tbilisi ფოტოგრაფის მიერ თბილისში 2018 წელს გადაღებული ფოტოებით შეიქმნა და ერთ-ერთ ცნობილ გერმანულ გამომცემლობასთან, Prestel Publishing-თან თანამშრომლობით მიუნხენში გამოიცა. ალბომის ტექსტის ავტორი აკა მორჩილაძეა. პროექტი თბილისის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა და მისი მხარდამჭერები არიან Magnum Photos, „თიბისი ბანკი“, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, „ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი“, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია და „საქართველოს ავიახაზები“. დღესვე, დამთვალიერებლებისთვის გაიხსნა ექსპოზიცია "თბილისი მაგნუმის წიგნებში", რომელზეც 1947-2018 წლებში, 9 უცხოელი ფოტოგრაფის მიერ თბილისში გადაღებული 23 ფოტო იყო წარმოდგენილი.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)