|
2018-10-10 21:14:47, 1426 ნახვა
საზოგადოება
თბილისისა და ქუთაისის ლოგისტიკური ცენტრების პროექტის მეორე ეტაპზე განაცხადების მიღება დასრულდა
თბილისისა და ქუთაისის ლოგისტიკური ცენტრების პროექტზე მიმდინარე ინვესტორის შერჩევის მეორე ეტაპის ფარგლებში ,,მოკლე სიაში" შესული კანდიდატებიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ერთი განაცხადი შემოვიდა ჩინური კომპანია China Construction Seventh Engineering Division Corp. LD.-ს მიერ, - ამის შესახებ ცნობილი გახდა 10 ოქტომბერს სამინისტროში გამართულ უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე, სადაც დალუქულ პაკეტში წარმოდგენილი განაცხადი გაიხსნა. როგორც კომისიის სხდომაზე ითქვა, განაცხადი მოიცავს თბილისის ლოგისტიკური ცენტრის განვითარების მიზნით კანდიდატის მიერ წარმოდგენილ სამართლებრივ, ტექნიკურ, ეკონომიკურ და ფინანსურ წინადადებებს. უახლოეს მომავალში, შესაბამისი სამუშაო ჯგუფის მიერ მოხდება განაცხადის შესწავლა, რის შემდეგაც კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას გამარჯვებულის გამოვლენის საკითხზე. თბილისისა და ქუთაისის ლოგისტიკური ცენტრების პროექტზე მიმდინარე ინვესტორის შერჩევის მეორე ეტაპის ფარგლებში ,,მოკლე სიაში" შესული კანდიდატების მიერ წინადადებების წარმოდგენის ვადა 8 ოქტომბერს ამოიწურა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)