06:13 - 12 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-08 17:53:48, 781 ნახვა

საზოგადოება
მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტის ფარგლებში, დაბა მანგლისში აზომვითი/აგეგმვითი სამუშაოები დასრულდა

მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტის ფარგლებში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, დაბა მანგლისში, აზომვითი/აგეგმვითი სამუშაოები დასრულდა.

საპილოტო არეალზე სულ 5686 მიწის ნაკვეთი აიზომა  და 2000-მდე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება დარეგისტრირდა. ამჟამად  მიმდინარეობს სარეგისტრაციო პროცედურები  კერძოდ, დოკუმენტაციის მოძიება და დამატებითი ინფორმაციის შესწავლა.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დაბა მანგლისი ერთ-ერთია იმ 12 დასახლებიდან, რომლებშიც, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტი მიმდინარეობს. საპილოტო პროექტი მიწის რეგისტრაციის რეფორმის ნაწილს წარმოადგენს და წინასწარ შერჩეულ არეალებზე სისტემურად და პროაქტიულად მოპოვებული და დამუშავებული მონაცემების საფუძველზე, მიწის ნაკვეთების რეგისტრაციას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში, საპილოტო არეალებზე სრულად აიზომება და დარეგისტრირდება კერძო, სახელმწიფო და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები; შეიქმნება მონაცემთა ერთიანი ბაზა; მესაკუთრები, რომლებიც მიწის ნაკვეთებს სათანადო საბუთების არქონის, დოკუმენტებში არსებული ხარვეზების, სამეზობლო დავების, საკადასტრო აზომვითი ნახაზისთვის საჭირო საფასურის თუ სხვა მიზეზების გამო ვერ ირეგისტრირებდნენ, ნაკვეთების რეგისტრაციას უფასოდ, მარტივად და ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შეძლებენ; ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ყველა დაინტერესებული მხარე ჩაერთვება.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სტრიკლენდი დვალიშვილი ნურმაგამედოვის ინციდენტზე - უსმან ნურმაგომედოვი ბ**ის პირდაპირი განმარტებაა
მერაბ დვალიშვილი—ნურმაგომედოვი და მისი მეგობრები უკნიდან დაგვესხნენ თავს
თბილისში, დიდუბეში ცოლ-ქმარი ლიფტში მოკლული იპოვეს
ფიფია - დროა, რუსეთთან მჭიდრო სტრატეგიული კავშირისკენ ნაბიჯი გადავდგათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics