|
2018-10-08 16:16:58, 749 ნახვა
საზოგადოება
სასმელი წყლის შადრევნებს ჩამკეტი ონკანები დაუმონტაჟდებათ
სასმელი წყლის შადრევნებს თანამედროვე ტიპის, წყლის ჩამკეტი ონკანები დაუმონტაჟდებათ. თბილისის მერიის შპს ,,ეკოსერვის ჯგუფმა“, სასმელი წყლის რაციონალური ხარჯვის მიზნით, უკვე 300 ერთეული ონკანი შეიძინა. დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებში, სკვერებსა და პარკებში ონკანების მონტაჟი უკვე დაწყებულია და რამდენიმე დღეში დასრულდება. ჩამკეტი ონკანები უკვე დამონტაჟდა რიყის პარკის, ვაკის პარკისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სასმელი წყლის შადრევნებზე. უახლოეს დღეებში იგეგმება რუსთაველის გამზირის, შარტავას ქუჩის, წურწუმიას ქუჩის, მზიურის პარკისა და მაიაკოვსკის ძეგლის მიმდებარე სკვერში არსებული სასმელი წყლის შადრევნების შეკეთება და ახალი ონკანებით აღჭურვა. შპს „ეკოსერვის ჯგუფი“ ჩამკეტ ონკანებს დედაქალაქის გამგეობებს გადასცემს, რათა წყლის რაციონალური ხარჯვა თბილისის მასშტაბით იყოს უზრუნველყოფილი.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)