01:29 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-07 17:36:16, 1221 ნახვა

საზოგადოება
უკანაფშავში რძის გადამამუშავებელი საწარმო შენდება

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე  გიორგი მიშელაძე მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორთან შალვა კერესელიძესთან ერთად დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაფხოში რძის საწარმოს მშენებლობის  მიმდინარეობას გაეცნო და  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ „ფხოვი 2017-ის“’ მეპაიეებს შეხვდა. 
„მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაფხოში რძის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობა წლის ბოლოს დასრულდება. რძის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმო (1,5 ტონა წარმადობა),  უზრუნველყოფს თანამედროვე ტექნოლოგიებით მაღალი ხარისხის რძის პროდუქტების წარმოებას. აღსანიშნავია რომ დაიწყება ტრადიციული  პროდუქტის - დამბალხაჭოს  სამრეწველო  წარმოება. 
საწარმო თანადაფინანსებით გადაეცემა  პროგრამაში  მონაწილე  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს  “ფხოვი 2017“ , რომელშიც გაწევრიანებულია 32 ადგილობრივი, მობილიზებული ფურების რაოდენობა 201-ს შეადგენს.
რძის გადამამუშავებელი საწარმო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს საკუთრებაში თანადაფინანსებით გადაეცემა,  25 %  გადახდას კოოპერატივი უზრუნველყოფს 8 წლის განმავლობაში.  
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს 25 წლიანი იჯარის უფლებით   678 ჰა  სათიბ-საძოვარი  გადაეცემა. საქონლის საკვებწარმოებისათვის  90%-იანი თანადაფინანსებით კოოპერატივმა მიიღო  60 ცხენის ძალიანი ტრაქტორი  გუთნით, როტაციული და სეგმენტური სათიბელათი, ფოცხით, მოთიბული მასის დამწნეხით და მისაბმელით ტვირთის ტრანსპორტირებისათვის. 
„მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენება“ კიდევ ერთი სახელმწიფო  პროგრამაა, რომელიც სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობას გააუმჯობესებს. 
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს  სსიპ − სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოსთან ერთად პროგრამის განხორციელებში ჩართულია  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო,  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.

NS





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics