|
2018-10-06 18:57:29, 2046 ნახვა
საზოგადოება
უმაღლეს სასწავლებლებში ჩასარიცხად, აბტურიენტებისთვის დამატებითი რიგგარეშე მობილობა გამოცხადდა
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც ამ დრომდე ვერ ჩაირიცხნენ სასურველ უნივერსიტეტში, დამატებითი რიგგარეშე მობილობა გამოცხადდა. ამასთან, რიგგარეშე მობილობაში მონაწილეობის უფლება ექნებათ იმ სტუდენტებს, რომლებიც სწავლობდნენ ავტორიზაცია გაუქმებულ დაწესებულებებში. „რიგგარეშე მობილობა გამოცხადდება იმ აბიტურიენტებისათვის, რომლებმაც 2018 წელს მოიპოვეს ჩარიცხვის უფლება შპს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და შპს ევროპის უნივერსიტეტში, ვერ მიმართეს აღნიშნულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას სტუდენტთა მიღების შეზღუდვის გამო, ამასთან ვერ ისარგებლეს გამოცხადებული რიგგარეშე მობილობით და ამ დრომდე არ არიან ჩარიცხულები სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. ამასთან, რიგგარეშე მობილობაში მონაწილეობის უფლება ექნებათ იმ სტუდენტებს, რომლებიც სწავლობდნენ ავტორიზაცია გაუქმებულ დაწესებულებებში, კერძოდ: შპს ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის უმაღლესი სასწავლებელში, შპს საქართველოს ბიზნესის აკადეია SBA -ში და სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში და დღემდე ვერ ისარგებლეს მობილობით“, - აღნიშნულია განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)