06:02 - 12 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-06 17:25:38, 2526 ნახვა

საზოგადოება
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - ლუგარის ცენტრზე რუსული მედიის ინფორმაცია აბსურდი და პროპაგანდის ნათელი მაგალითია

„თბილისში მდებარე ლუგარის ცენტრის შესახებ რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია სრული აბსურდი, რუსული დეზინფორმაციისა და პროპაგანდის ნათელი მაგალითია“, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

„ჩვენ გავეცანით რუსულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას [ლუგარის ცენტრთან დაკავშირებით]. ეს არის სრული აბსურდი და რუსული დეზინფორმაციისა და პროპაგანდის ნათელი მაგალითი.

აღვნიშნავ, რომ გერმანიის მხარდაჭერით, საქართველო ნოემბერში აწყობს საერთაშორისო კონვენციასთან შესაბამისობის სავარჯიშოს ლუგარის ცენტრში. რუსებმა მასში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს.

ლუგარის ცენტრის მისიასა და კონვენციასთან შესაბამისობის სავარჯიშოს შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ლუგარის ცენტრის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევის ცენტრს თბილისში; დარწმუნებული ვარ, მოხარული იქნებიან ისაუბრონ თავიანთ სარგებლის მომტან საქმიანობაზე“, - ნათქვამია დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებაში.

შეგახსენებთ, 4 ოქტომბერს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ „რუსეთი საკუთარ საზღვრებთან ამერიკელების მიერ ბიოლოგიური ექსპერიმენტების ჩატარებას არ დაუშვებს“.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სტრიკლენდი დვალიშვილი ნურმაგამედოვის ინციდენტზე - უსმან ნურმაგომედოვი ბ**ის პირდაპირი განმარტებაა
მერაბ დვალიშვილი—ნურმაგომედოვი და მისი მეგობრები უკნიდან დაგვესხნენ თავს
თბილისში, დიდუბეში ცოლ-ქმარი ლიფტში მოკლული იპოვეს
ფიფია - დროა, რუსეთთან მჭიდრო სტრატეგიული კავშირისკენ ნაბიჯი გადავდგათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics