|
2018-10-05 18:18:25, 2451 ნახვა
საზოგადოება
„გამჭვირვალობა“: ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობებს ივანიშვილის კომპანიაში დასაქმებული პირები იკავებენ
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ახალ კვლევას აქვეყნებს, რომლის თანახმადაც ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობებს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის კომპანიაში დასაქმებული პირები იკავებენ. კვლევის მიხედვით, 2015 წლიდან სულ მცირე 17 ახალი შემთხვევაა, როდესაც თანამდებობაზე ივანიშვილის კომპანიებიდან წამოსული კადრი დაინიშნა/აირჩა, კიდევ 9 შემთხვევაში ასეთი პირები საჯარო სექტორში ახალ თანამდებობაზე დაინიშნენ/აირჩნენ. "თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციებისა და ბიოგრაფიების შესწავლის საფუძველზე, ჩანს, რომ კვლავაც გრძელდება საჯარო სექტორში მნიშვნელოვან პოზიციებზე ბიძინა ივანიშვილის კომპანიებიდან წამოსული კადრების დანიშვნის ტენდენცია. 2015 წლის 22 აპრილს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" გამოაქვეყნა კვლევა საჯარო სამსახურის წამყვან თანამდებობებზე დანიშნული/არჩეული პირების კავშირზე ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის კომპანიებთან. კვლევა თანამდებობის პირების ქონებრივ დეკლარაციებზე დაყრდნობით ავლენდა, რომ „სულ მცირე 38 თანამდებობის პირი წარსულში მუშაობდა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ რომელიმე კომპანიაში," ხოლო „14 თანამდებობის პირის შემთხვევაში ამ კომპანიებში მათი ოჯახის წევრები იყვნენ დასაქმებულნი.” მიუხედავად იმისა, რომ ამაში რაიმე კანონდარღვევა არ არის, ივანიშვილის კომპანიების თანამშრომლების მაღალ თანამდებობებზე გადანაცვლების ტენდენცია „ეჭვქვეშ აყენებს საჯარო მოხელეთა შერჩევის მერიტოკრატიულ პრინციპს და კიდევ უფრო ამყარებს ვარაუდს ხელისუფლებაზე ივანიშვილის არაფორმალური გავლენის შესახებ." წარმოდგენილი კვლევის მიზანია 2015 წელს გამოქვეყნებული მასალის განახლება. კვლევის ფარგლებში, ქონებრივი დეკლარაციების მონაცემთა ბაზაში ის თანამდებობის პირები შეირჩნენ, რომლებსაც ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიებთან ჰქონდათ კავშირი. ამჯერად კვლევა 40-მდე თანამდებობის პირს შეეხება. 2015 წლიდან სულ მცირე 17 ახალი შემთხვევაა, როდესაც თანამდებობაზე ივანიშვილის კომპანიებიდან წამოსული კადრი დაინიშნა/აირჩა, კიდევ 9 შემთხვევაში ასეთი პირები საჯარო სექტორში ახალ თანამდებობაზე დაინიშნენ/აირჩნენ. ასევე, სულ მცირე 9 ახალ შემთხვევაში, თანამდებობები ისეთმა პირებმა დაიკავეს, ვისი ოჯახის წევრებიც ივანიშვილის კომპანიებში არიან დასაქმებული", - ნათქვამია "გამჭვირვალობის" კვლევაში. ორგანიზაცია იმ პირთა სიასაც აქვეყნებს, რომლებიც ყოფილი პრემიერის კომაპნიებიდან წამოსვლის შემდეგ, ხელიუსფლებაში მაღალ ტანამდებობაზე დაინიშნენ. სიაში შევიდნენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი, დეპუტატი ენძელა მაჭავარიანი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე მზია თოდუა, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე და სხვა.
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|






epn.ge (@expressnews.ge)