|
2018-10-04 11:21:03, 2414 ნახვა
საზოგადოება
ვანო მერაბიშვილი კლინიკიდან ციხეში დააბრუნეს [ვიდეო]
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი კლინიკიდან ისევ ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს. მერაბიშვილი კლინიკა "მედიქლაბ ჯორჯიაში" 2 დღის განმავლობაში იმყოფებოდა, სადაც მას დამატებითი გამოკვლევები ჩაუტარდა. გარდა ამისა, მის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ექიმების კონსილიუმი შეიკრიბა. კონსილიუმში მონაწილეობა ყოფილი მინისტრის ოჯახის მიერ მოწვეულმა მედიკოსებმა, კერძოდ ონკოქირურგი, ნეიროქირურგი და თერაპევტი მონაწილეობდნენ. აღსანიშნავია, რომ ბოლო 2 თვის განმავლობაში ექს პრემიერი კლინიკაში უკვე რამდენჯერმე მოათავსეს. სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. საპირისპიროს ამტკიცებენ მერაბიშვილის ადვოკატები და მეუღლე. ადვოკატ გიორგი ჩივიაშვილის მტკიცებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მდგომარეობა დამძიმდა და ის მხოლოდ სიმპტომალურ მკურნალობას გადის. ვანო მერაბიშვილის კლინიკიდან გადაყვანის კადრებს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)