|
2018-10-03 19:08:14, 1913 ნახვა
საზოგადოება
მერაბიშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით დაგეგმილ კონსილიუმს ოჯახის მიერ მიწვეული მედიკოსები დაესწრებიან
კლინიკა "მედიქლაბ ჯორჯიაში", სადაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილია გადაყვანილი, მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ექიმების კონსილიუმი იმართება. კონსილიუმში მონაწილეობას მერაბიშვილის ოჯახის მიერ მოწვეული მედიკოსებიც იღებენ. კერძოდ, კონსილიუმში მონაწილეობენ ონკოქირურგი, ნეიროქირურგი და თერაპევტი. მოწვეული სპეციალისტები ყოფილი მინისტრისთვის ჩატარებული კვლევების პასუხს გაეცნობიან. მერაბიშვილის ადვოკატები იმედოვნებენ, რომ ყოფილ შს მინისტრს დიაგნოზს დღეს მაინც დაუსვამენ. „შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ამ ადამიანს ორი თვის განმავლობაში მკურნალობა არ უტარდება, იმიტომ, რომ არ ვიცით, რა სჭირს მას. ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი გვაქვს, ვინაიდან ორი ვის განმავლობაში ეს უკვე მე-5 კლინიკაა, აქამდე ჯერ დიაგნოზი ვერ დასვეს. არაფერს გამოვრიცხავ, არც იმას, რომ დიაგნოზი დღესაც ვერ დასვან, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ დასვამენ“,- განაცხადა ადვოკატმა, გიორგი ჩივიაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)