|
2018-10-03 14:55:15, 1341 ნახვა
საზოგადოება
„თიბისი ბანკი“ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს ახალ მომსახურებას სთავაზობს
თიბისი დაზღვევა და თიბისი ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს 1 ოქტომბრიდან ახალ მომსახურებას სთავაზობს: ბიზნესის დაზღვევა გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან უკვე ბანკიდან იქნება შესაძლებელი. დღეს ბანკში იურიდიული პირებისთვის სამი პროდუქტის შეძენაა შესაძლებელი: · ავტომობილის დაზღვევა · ქონების დაზღვევა · კომბინირებული ბიზნეს დაზღვევა. ავტომობილის დაზღვევა მოიცავს: ავტომობილისა და მგზავრების, უბედური შემთხვევისა და მესამე პირთა მიმართ ავტოპასუხისმგებლობის რისკების დაზღვევას. თიბისი ბანკში იურიდიული პირებისთვის ქონების დაზღვევაც არის შესაძლებელი, რომელიც მოიცავს: შენობა-ნაგებობების, რემონტის, მანქანა-დანადგარების, ელექტრო მოწყობილობებისა და მარაგების დაზღვევას. ასევე, მცირე და საშუალო ბიზნესს თიბისი დაზღვევა და თიბისი ბანკი მათზე მორგებულ ახალ კომბინირებულ პროდუქტს - ბიზნესის დაზღვევას სთავაზობს. ბიზნესის დაზღვევა სამ პროდუქტს აერთიანებს: შენობა-ნაგებობების დაზღვევას, ქონების დაზიანებას და ბიზნესის შეფერხებას. „ეს კიდევ ერთი ახალი ინიციატივაა იმისათვის, რომ ჩვენი მომხმარებლებისთვის თიბისი დაზღვევის სერვისები მაქსიმალურად მოხერხებული და ადვილად მისაწვდომი იყოს. სადაზღვევო სერვისის ბანკში შეძენა ჩვენი კლიენტების დროსა და ენერგიას ზოგავს. ჩვენი ჯგუფი მუდმივად მუშაობს პროდუქტების და დაზღვევის სერვისების გაუმჯობესაბასა და მოქნილობაზე", - განაცხადა თიბისი დაზღვევის გენერალურმა დირექტორმა და თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა ღაძაძემ. სადაზღვევო პროდუქტების შეძენა დღეიდან ბანკის 20 ფილიალში უკვე შესაძლებელია და მომხმარებლებმა ბანკში იურიდიულ პირთა გაყიდვების კონსულტანტს, ან ბიზნეს ბანკირს უნდა მიმართონ.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)