|
2018-10-03 14:41:49, 1066 ნახვა
საზოგადოება
გერმანიის პარლამენტის წევრი საჯარო რეესტრის მიერ ბლოკჩეინის გამოყენების გამოცდილებას გაეცნო
საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გერმანიის პარლამენტის დეპუტატი და გერმანიის თავისუფალი დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი ტორსტენ ჰერბსტი ესტუმრა. ვიზიტის მიზანი სარეგისტრაციო ტრანზაქციებში ბლოკჩეინ ტექნოლოგიის დანერგვის ქართული მოდელის გაცნობა და საჯარო რეესტრის გამოცდილების გაზიარება იყო. გერმანელ სტუმარს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ივანე ცარციძე და საჯარო რეესტრის პროექტების მართვისა და გაყიდვების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი მარიამ ტურაშვილი შეხვდნენ. მათ სტუმარს უძრავი ქონების შესახებ ამონაწერების ბლოკჩეინში ასახვის პროექტის დეტალები გააცნეს და ვრცლად განუმარტეს მოქალაქისთვის მიღებული სარგებელი. სამუშაო შეხვედრაზე რეესტრის წარმომადგენლებმა ასევე ისაუბრეს ბლოკჩეინის პროექტის სამომავლო გეგმებზე. კერძოდ, აღინიშნა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უძრავ ქონებაზე სარეგისტრაციო წარმოებაში სანდო კონტრაქტების დანერგვის მიმართულებით აქტიურად მუშაობს. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მსოფლიოში პირველი საჯარო უწყებაა , რომელიც 2017 წლის თებერვლიდან უძრავი ქონების რეგისტრაციისას ბლოკჩეინის ტექნოლოგიას იყენებს. სახელმწიფო რეგისტრაციებსა და ტრანზაქციებში ბლოკჩეინის დანერგვის მთავარი უპირატესობა ამონაწერის სანდოობა და უსაფრთხოების გაზრდაა. დღეის მონაცემებით სისტემაში მილიონ ხუთასი ათასზე მეტი ამონაწერია გაგზავნილი. სამუშაო შეხვედრა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის ორგანიზებით გაიმართა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)