|
2018-10-03 14:02:02, 1690 ნახვა
საზოგადოება
1 იანვრიდან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში იქნება
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მთავრობის სხდომაზე წარდგენილი იქნა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომლის მიხედვით მომავალი წლიდან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში გააგრძელებს საქმიანობას. კანონპროექტში ცვლილებების მიზანია შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემური განახლების და „მცირე მთავრობის“ კონცეფციის ფარგლებში მოქნილი, ოპერატიული და ეფექტიანი სამთავრობო ინსტიტუტების ჩამოყალიბება. ასევე, სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში საგანგებო სიტუაციების მართვის ეფექტიანი სისტემის შექმნა, რასაც ხელს შეუწყობს შინაგან საქმეთა სამინისტროს სათანადო ტექნიკური აღჭურვილობა და ცალკეული სტრუქტურული ქვედანაყოფების ადამიანური რესურსი. ცვლილება შედის „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ კანონში და მის თანმდევ 36 კანონში. 2019 წლის 1 იანვრიდან პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ყალიბდება შსს-ს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებად და ანგარიშვალდებული იქნება პრემიერ-მინისტრის, ასევე შინაგან საქმეთა მინისტრის წინაშე. საკანონმდებლო ცვლილებებს მთავრობის შუამდგომლობის შემდეგ პარლამენტი განიხილავს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)