|
2018-10-02 10:45:17, 1310 ნახვა
საზოგადოება
კინოთეატრ „ამირანში“ აფხაზეთისადმი მიძღვნილი კლიპის პრემიერა გაიმართა
კინოთეატრ „ამირანში“ აფხაზეთისადმი მიძღვნილი კლიპის პრემიერა გაიმართა. მამა პეტრეს (კვარაცხელია) ტექსტზე და სცენარით შექმნილი სიმღერა „ფრთამოტეხილი მაფშალია“ გერმანული „voice“-ს გამარჯვებულმა, აფხაზეთიდან დევნილმა ნათია თოდუამ შეასრულა. მუსიკის ავტორია დათო არჩვაძე, რეჟისორი ლევან აბულაძე. კლიპში ასევე ცნობილი ქართველი მსახიობი მურმან ჯინორია მონაწილეობს. ეროვნულ მოტივებზე შექმნილი სიმღერებისა და მშობლიური კუთხის პოპულარიზაციისათვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ ნათია თოდუას აფხაზეთის მთავრობის მადლობის სიგელი გადასცა. პრემიერას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ზურაბ ხონელიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, სასულიერო პირები, ცნობადი სახეები, დევნილი საზოგადოება, ნათია თოდუას ახლობლები და მეგობრები ესწრებოდნენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)