|
2018-09-28 14:01:11, 615 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი შვედეთის ელჩს, ულრიკ თიდესტრომს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკაში ულრიკ თიდესტრომს შეხვდა. სამინისტროს ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ლევან დავითაშვილმა ვრცლად ისაუბრა შვედეთის სამეფოს მიერ გარემოსდაცვითი მიმართულებით გაწეული მხარდაჭერისა და აქტიური თანამშრომლობის შესახებ და ყურადღება ნარჩენების მართვის, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების საკითხებზე გაამახვილა. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მწვანე ეკონომიკის განვითარება ქვეყნისთვის პრიორიტეტული მიმართულებაა. ულრიკ თიდესტრომის განცხადებით, საქართველოს გარემოსდაცვითი განვითარების კუთხით სწორი ხედვა გააჩნია. დაადასტურა შვედეთის სამეფოს სრული მხარდაჭერა და სამომავლოდ მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)