05:23 - 12 Nov, 2026
|
2018-09-28 11:03:53, 1348 ნახვა
საზოგადოება
რუსთავში 5 თვის ბავშვი გარდაიცვალა [ვიდეო]
რუსთავში 5 თვის ბავშვი გარდაიცვალა. "ინფორუსთავის" ინფორმაციით, მცირეწლოვანი 3 დღის წინ ცუდად გახდა. ბავშვი ჯერ რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში, შემდეგ კი, ჟვანიას სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. მშობლების თქმით, მცირეწლოვანს 4 ოპერაცია ჩაუტარდა, ბოლოს კი, გული გაუჩერდა. InfoRustavi-ის ცნობით, ბავშვი სახლში გადაასვენეს, საიდანაც პოლიციის მოთხოვნით სამხარაულის სახელობის პროზექტურაში გადაიყვანეს. მშობლები და ოჯახის ახლობელი ითხოვდნენ, რომ ბავშვი არ გაეკვეთათ. ისინი მოითხოვდნენ შენობაში შესვლას, თუმცა პოლიციამ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და პერიმეტრზე შესვლის უფლება არ მისცა. აღნიშნულის გამო პოლიციასა და მშობლებს შორის დაპირისპირება მოხდა. რამდენიმე საათიანი ლოდინის შემდეგ ბავშვი მშობლებს გადასცეს.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)