05:23 - 12 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-27 16:51:11, 2003 ნახვა

საზოგადოება
გია თვალავაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა

სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სახელმწიფო სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის, გია თვალავაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, - ამის შესახებ ჩაფიძის კლინიკის ექიმმა ალექსანდრე ალადაშვილმა განაცხადა. 

ექიმით თქმით, გია თვალავაძე კლინიკაში გუშინ გადაიყვანეს. ალადაშვილის განცხადებით, პაციენტს შესაბამისი გამოკვლევები უტარდება. ექიმმა დასძინა, რომ დამატებით ინფორმაციას ვერ გაასაჯაროებს, რადგან პაციენტსა და მისი ოჯახის წევრებს ეს არ სურთ. 

ცნობისთვის, ბრალდებულის კლინიკაში გადაყვანის მიზეზი სტენოკარდიული შეტევა გახდა.

შეგახსენებთ, რომ გამოძიება გია თვალავაძეს თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება. თვალავაძე 24 სექტემბერს სპეცოპერაციისას საკუთარ კაბინეტში დააკავეს. გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლომ თვალავაძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სტრიკლენდი დვალიშვილი ნურმაგამედოვის ინციდენტზე - უსმან ნურმაგომედოვი ბ**ის პირდაპირი განმარტებაა
მერაბ დვალიშვილი—ნურმაგომედოვი და მისი მეგობრები უკნიდან დაგვესხნენ თავს
თბილისში, დიდუბეში ცოლ-ქმარი ლიფტში მოკლული იპოვეს
ფიფია - დროა, რუსეთთან მჭიდრო სტრატეგიული კავშირისკენ ნაბიჯი გადავდგათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics