|
2018-09-26 15:20:59, 1336 ნახვა
საზოგადოება
გარემოს დაცვისა კომიტეტმა „წითელი ნუსხისა" და „წითელი წიგნის" შესახებ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავა უძღვებოდა, პირველი მოსმენით განიხილეს კანონპროექტი „საქართველოს „წითელი ნუსხისა" და „წითელი წიგნის" შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ" თანმდევ კანონპროექტებთან ერთად. პარლამენტის წევრების კახა კუჭავას, ზაზა ხუციშვილის, ენძელა მაჭავარიანის და გელა სამხარაულის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებული კანონპროექტის მიზანია ,,გადაშენების პირას მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის თაობაზე" 1973 წლის 3 მარტის ვაშინგტონის კონვენციით (CITES) განსაზღვრული ვალდებულებების აღსრულების უზრუნველყოფა ეროვნულ დონეზე. კანონპროექტი პრინციპების დონეზე ერთ-ერთმა ინიციატორმა, ზაზა ხუციშვილმა წარადგინა და იმ გარემოებებზე ისაუბრა, რომელმაც განაპირობა კანონპროექტის მომზადება. მისი თქმით, საქმე ისაა, რომ კონვენციის მხარე ქვეყნები (საქართველო აღნიშნული კონვენციის მხარეა 1996 წლიდან) ვალდებულნი არიან მიიღონ კონვენციის ეფექტური აღსრულებისათვის შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობა. დღემდე კი აღნიშნული საკითხები მთავრობის დადგენილებით რეგულირდებოდა, ანუ ეროვნული კანონმდებლობა ნაწილობრივ შეესაბამება კონვენციის მოთხოვნებს. მომხსენებლის განმარტებით, მუდმივმოქმედი კომიტეტი უფლებამოსილია სანქციები გაატაროს იმ მხარეთა მიმართ, რომელთაც არ ექნებათ შესრულებული შესაბამისი გადაწყვეტილების მოთხოვნები - ანუ არ იქნება მიღებული შესაბამისი კანონმდებლობა. სანქციები შესაძლოა გამოიხატოს ქვეყნისათვის კონვენციის დანართებში შეტანილი ნიმუშებით საერთაშორისო ვაჭრობის (იმპორტი, ექსპორტი, რეექსპორტი, ზღვიდან ინტროდუქცია) აკრძალვის სახით. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) თანახმად საქართველო ვალდებულია ეფექტურად დანერგოს მრავალმხრივი გარემოსდაცვითი შეთანხმებები, რომელთა მხარესაც წარმოადგენს, მათ შორის არის სწორედ ,,გადაშენების პირას მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის თაობაზე" კონვენცია (CITES). ცვლილებები შედის ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში. კომიტეტის წევრებმა წარმოდგენილ საკანონმდებლო ინიციატივას პრინციპების დონეზე მხარი დაუჭირეს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)