|
2018-09-26 14:44:45, 1466 ნახვა
საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში გზების კაპიტალური შეკეთება გრძელდება
ზღვის უბანში, ანაპის 414-ე დივიზიის მეორე შესახვევში გზის რეაბილიტაცია სრულდება. პროექტის ფარგლებში, მოეწყო წყალარინების ქსელი და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება 2 300 კვ.მ ფართობზე მიმდინარეობს. ამ ეტაპზე აღნიშნულ ტერიტორიაზე ასფალტის საფარის მეორე ფენა იგება. სარეაბილიტაციო სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე გაეცნო. „ანაპის მეორე შესახვევში წყალარინების ცენტრალური სისტემა და ასფალტის საფარი არ არსებობდა. იყო გრუნტის გზა, რის გამოც წვიმიან ამინდში მოსახლეობას გადაადგილება ძალიან უჭირდა. დღეს აღნიშნული შესახვევის კაპიტალური შეკეთება დასრულდება და ადგილობრივი მოსახლეობა კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებს. გარდა ამისა, მიმდინარე წელს საგზაო ინფრასტრუქტურა ანაპის პირველ შესახვევშიც მოვაწესრიგეთ“, - განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა. აღნიშნულ შესახვევში შესრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების საერთო ღირებულება 238 000 ლარს შეადგენს. პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)