05:11 - 12 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-25 18:23:30, 2129 ნახვა

საზოგადოება
პრაღაში გურამ ოდიშარიას წიგნის - „დევნილთა უღელტეხილი“ პრეზენტაცია გაიმართა

პრაღაში, გურამ ოდიშარიას წიგნის - „დევნილთა უღელტეხილი“ ჩეხურენოვანი თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი მკითხველს იმ ადამიანების განცდებზე მოუთხრობს, რომლებმაც სიკვდილისგან თავის დასაღწევად, 1993 წელს ჭუბერის  უღელტეხილი ურთულეს პირობებში  ფეხით გაიარეს.

ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად პრაღას წიგნის ავტორი, გურამ ოდიშარია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია ესტუმრნენ.

პრეზენტაციას ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს თანამშრომლები, ქართული დიასპორის წარმომადგენლები და ჩეხი სტუმრები დაესწრნენ. ასევე  ჩეხი ეროვნების მომღერლებისგან შემდგარმა ფოლკლორულმა ჯგუფმა „ჰაერი“ რამდენიმე ქართული ხალხური სიმღერა შეასრულა.
ჩეხეთის რესპუბლიკაში წიგნი გამომცემლობა „Jonathan Livingston“-ში დაიბეჭდა, ხოლო გამოსაცემად სოსო მატკავამ მოამზადა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სტრიკლენდი დვალიშვილი ნურმაგამედოვის ინციდენტზე - უსმან ნურმაგომედოვი ბ**ის პირდაპირი განმარტებაა
მერაბ დვალიშვილი—ნურმაგომედოვი და მისი მეგობრები უკნიდან დაგვესხნენ თავს
თბილისში, დიდუბეში ცოლ-ქმარი ლიფტში მოკლული იპოვეს
ფიფია - დროა, რუსეთთან მჭიდრო სტრატეგიული კავშირისკენ ნაბიჯი გადავდგათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics