|
2018-09-25 17:07:26, 1876 ნახვა
საზოგადოება
პალიტრამედიაში პროკურატურა შევიდა
“პალიტრამედიას” სტამბაში (შპს “კოლორპაკი”), შევიდნენ მთავარი პროკურატურის გამომძიებლები - ამის შესახებ მედია-სახლის განცხადებაშია აღნიშნული რომელსაც "ინტერპრესნიუსი" ვრცელებს. მათივე ინფორმაციით, პროკურატურის გამოძიებლებმა მოითხოვეს 01.01.14-დან 11.09.18-ის ჩათვლით სრული სამართლებრივი, საბუღალტრო, ფინანსური და ეკონომიკური დოკუმენტაცია (დედანი) და საწარმოს ამავე პერიოდის კორესპონდენცია (დედანი). “პალიტრამედია” აცხადებს: მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის გაუგებარია, რას ემსახურება და რა აუცილებლობით არის განპირობებული კომპანიიდან დოკუმენტაციის ძირფესვიანად ამოღება; მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს უფლება ზ.ა. განჩინება გავასაჩივროთ სააპელაციო სასამართლოში, გადავწყვიტეთ გასაჩივრების და გართულების გარეშე გადავცეთ პროკურატურას მოთხოვნილი მონაცემები, ვინაიდან როგორც წლების წინ, წინა ხელისუფლების პერიოდში 2011 წელს, “პალიტრამედიას” ტოტალური შემოწმებისას ვიყავით დარწმუნებული ჩვენი საქმიანობის გამჭვირვალობაში (რაც მაშინ, შემოწმების შედეგებმაც დაადასტურა), ახლაც ზუსტად ისევე ვართ საკუთარი ქმედებების კანონიერებასა და გამჭვირვალობაში დარწმუნებული. ამავე დროს, გვსურს განვაცხადოთ, რომ ყველა დოკუმენტის დედანი გადაეცემა პროკურატურას მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩვენს მიერ, უახლოეს დღეებში გაკეთდება მათი ასლები და მოხდება თითოეულის ნოტარიული დამოწმება. " - ნათქვამია მედიასახლის განცხადებაში. "ექსპრესნიუსს" პროკურატურაში უთხრეს, რომ ამ თემაზე უწყება ვრცელ განცხადებას გაავრცელებს. დღესდღეობით ,,პალიტრა მედია’’ აერთიანებს 3 ყოველკვირეულ გაზეთს, 3 ყოველკვირეულ ჟურნალს, 8 პერიოდულ ჟურნალს, 20-ზე მეტ ინტერნეტპორტალს, რადიოს, ტელევიზიას, საინფორმაციო სააგენტოსა და ლიტერატურის საგამომცემლო სახლს. "პალიტრა მედია" აერთიანებს წიგნების საცალო გაყიდვების ქსელს მთელ საქართველოში მულტიპროფილური მაღალტექნოლოგიური დანადგარებით აღჭურვილ სტამბში. ჰოლდინგის ნაწილია სარეკლამო, ინტერნეტკომერციისა და ვებგანვითარების კომპანიები.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)