05:11 - 12 Nov, 2026
|
2018-09-25 14:32:16, 1684 ნახვა
საზოგადოება
ქალებისთვის ავტობუსის მძღოლების მოსამზადებელ კურსებზე რეგისტრაცია გრძელდება
ქალებისთვის ავტობუსის მძღოლების მოსამზადებელ კურსებზე საბუთების მიღება 8 ოქტომბრამდე გაგრძელდება. სწავლება „თბილისის ავტობუსების პროექტის“ ფარგლებში, თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის დადებული შეთანხმების გათვალისწინებით განხორციელდება. პროექტის მიზანია სატრანსპორტო სექტორში თანაბარი შესაძლებლობების შექმნა და გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა. კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში მონაწილეები დასაქმდებიან თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში არსებულ ვაკანსიებზე. სასწავლო კურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ვებ-გვერდზე: www.ttc.com.ge
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)