|
2018-09-25 10:51:09, 2503 ნახვა
საზოგადოება
გიორგი კვირიკაშვილი EBRD-ს საერთაშორისო მრჩეველი გახდა
საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკთან ხელშეკრულება გააფორმა. ინფორმაციას bm.ge ავრცელებს. კვირიკაშვილის განცხადებით, EBRD-თან კონტრაქტი რამდენიმე კვირის წინ დადო. მისი თქმით, თანამშრომლობაში მოიაზრება ევრობანკის ეგიდით უზბეკეთის მთავრობისთვის დახმარების გაწევა საჯარო და კერძო სტრუქტურებს შორის დიალოგის პლატფორმის შექმნაში, რომელიც საქართველოში ევრობანკის ინიციატივით შექმნილი ინვესტორთა საბჭოს გამოცდილების გაზიარებას გულისხმობს. შეგახსენებთ, გიორგი კვირიკაშვილი 2012-2015 წლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი იყო, ამის შემდეგ, ხანმოკლე პერიოდი საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი ეკავა, ხოლო 2015 წელს, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის შემდეგ, მთავრობის ხელმმძღვანელის პოსტი დაიკავა. მთავრობის მეთაურის თანამდებობა გიორგი კვირიკაშვილმა 2018 წლის ივლისში, საკუთარი ნებით დატოვა.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)