|
2018-09-24 17:05:50, 1169 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (UN FAO) წარმომადგენლებს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (UN FAO) წარმომადგენლებს შეხვდა. სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა პროექტის AGRIS (Agricultural Integrated Survey) დეტალები განიხილეს. აღინიშნა, რომ გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ პროექტის განსახორციელებლად მსოფლიო მასშტაბით შერჩეულ ხუთ ქვეყანას შორის, რეგიონში საპილოტე ქვეყნად საქართველო დაასახელა. პროექტის ფარგლებში განხორცილდება ფერმერული მეურნეობების აღწერა, შემდგომი მონიტორინგი და მონაცემების ხარვეზის გასწორება. მინისტრის განცხადებით, სტატისტიკური მონაცემების მოძიება და დამუშავება უაღრესად მნიშვნელოვანია აგრარული დარგის განვითარებისთვის. ლევან დავითაშვილმა გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციას აღნიშნული მიმართულებით აქტიური მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. აღსანიშნავია, რომ პროექტი დაფინანსებულია „ბილ და მელინდა გეიტსის ფონდის“ მიერ და ამ ფონდის მიერ დაფინანსებული პირველი პროექტია საქართველოში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)